„საუკუნის პროექტი“ მდინარე სუფსას მიაქვს

საზოგადოება

„საუკუნის პროექტი“ მდინარე სუფსას მიაქვს

16 მაი. 2017, 13:51:59

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ დიდი ვანის, შუა სურების და ზემო სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები დახმარებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, 2016 წელს გაკეთებული, ბუკისციხე - სურების გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთზე გავლა კვლავ შეუძლებელია, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას და საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

მათივე ინფორმაციით, 2016 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვას 385 ასი ლარი დაახარჯა, თუმცა, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ - „შარაგზამშენი პირველი“ უხარისხოდ შეასრულა. რის გამოც, გზის ეს მონაკვეთი ისევ დაზიანებულია. მოსახლეობა კი, ამ გზის მოასფალტებას უშედეგოდ ითხოვს.

სუფსას გაატანეს 385 ათასი ლარი. სამუაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  არ შეასრულა. შარშან აგვისტოში, როცა სამუაოები უნდა ეწარმოებინათ, ტექნიკა ქობულეთში გადაიტანეს, ოქტომბრის ბოლოს დაბრუნდნენ, მაშინ, როდესაც უკვე წვიმები იყო და ტალახიანი გზის მოხრეშვას აზრი აღარ ჰქონდა. რაც იყო მასალა მოტანილი, ისიც წყალმა წაიღო ისე, რომ გზაზეც არ გაუშლიათ“, _ აცხადებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას სურების საინიციატივო ჯგუფის წევრი ზურა დარსალია.

„ჩვენი ხეობა მაღალმთიანია ზამთარში დიდი თოვლი მოდის, გზა ტექნიკით იწმინება და მოხრეშილ გზას გააფუჭებს. ამიტომ საჭიროა მოასფალტება“,_ აცხადებს საინიციატივო ჯგუფის პრეზიდენტი გიორგი ტრაპაიძე.

თუმცა, სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთის მოასფალტების დაპირება უკვე მიღებული ჰქონდათ, ახლა კი, ასფალტის ნაცვლად, არც მოხრეშილი გზა აქვთ და სოფლებამდე მისვლა ისევ გართულებულია.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვპირდებოდა, რომ გზის ამ მონაკვეთს 2017 წელს მოაასფალტებდნენ, ხოლო დარჩენილ 12 კილომეტრს ისევ მოხრეშავდნენ და მომავალი წლისთვის დაიგეგმებოდა მთლიანად მოასფალტება. რელიეფიდან გამომდინარე, გზის ამ მდგომარეობაში დატოვებას აზრი არ აქვს, მეწყრული ადგილებია, სადაც ხრეში ვერ გაჩერდება. გზაზე წყლები გადმოდის, რის გამოც, ამდენი ნაწვალები მდინარე სუფსას მიაქვს“, _ აცხადებენ სურების საინიციატივო ჯგუფის წევრები.

მათივე ინფორმაციით, ბუკისციხე - დიდი ვანის გზის 6-კილომერიანი მონაკვეთის მოასფალტებისთვის, დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია საჭირო, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდს დათვლილი აქვს.

აღნიშნულს არ ადასტურებენ მუნიციპლური განვითარების ფონდში. როგორც „გურია ნიუსს“ ფონდიდან წერილობით აცნობეს, 2016 წელს ბუკისციხე - დიდი ვანის გზის 6-კილომერიანი მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები მათ არ უწარმოებიათ. მათი ინფორმაციით, ხარჯები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაიღო.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე-ზემო სურების გზის 16,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 2017 წლის თებერვალში დაიწყო და 2018 წლის თებერვალში დასრულდება. დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია.

ბუკისციხე-ზემო სურების გზა ძალიან ვიწრო და გაუვალი იყო. მიმდინარეობს ფერდობების ჩამოჭრა, რათა მოხდეს გზის გაგანიერება. მოსახლეობისთვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ეს გზა რამდენიმე სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლების მოსახლეობა კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას“, _ აღნიშნულია წერილში რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან მივიღეთ.

მათივე განმარტებით, გზის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ 644 444 ლარია გამოყოფილი, ხოლო სამუშაოებს შპს „ნიუ როუდი“ ასრულებს. ფონდში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ გზა მოხრეშილი იქნება, რაც შეეხება მოასფალტებას, ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი.

ცნობისთვის, 2017 წლის 1 აპრილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე - ზემო სურების 17 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა ხელისუფლება განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და გაბიონების მოწყობას. სამუშაოებზე დასაქმებულია 20 - მდე ადგილობრივი მცხოვრები.

მიმდინარე სამუშაოებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა გაეცნენ. კუჭავამ მაშინ აღნიშნა, რომ ეს იქნება საუკუნის პროექტი ამ ხეობაში მაცხოვრებელთათვის. იქნება გზა და შესაბამისად გაძლიერდება ტურისტული პოტენციალი“.

„გურია ნიუსი“ ბუკისციხე-ზემო სურების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ არაერთხელ წერდა.

გზის პირველი - ბუკისციხე დიდი ვანის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელ კომპანიაზე (შპს „შარაგზამსენი პირველი), რომელსაც ტენდერი (ღირებულება 386 990 ლარი), ჰქონდა მოგებული, დაწვრილებით „გურია ნიუსის“ ჟურნალისტური გამოძიებიდან შეგიძლიათ გაეცნოთ _ „ერთი კომპანიის სამი ტენდერი _ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მოწმეებს კარგად“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბუკისციხე-ზემოსურების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისას შპს „შარაგზამშენი პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით საეჭვო კითხვის ნიშნები გაჩნდა. კერძოდ, საკითხი ხეობიდან დიდი რაოდენობით ლოდების გატანას ეხებოდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სურების ხეობიდან გატანილი ლოდები აღნიშნულმა კომპანიამ 20 კილომეტრის დაშორებით ბუკნარის ნაგავსაყრელზე გაიტანა, სადაც ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა და ამისთვის საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის ტენდერიც ჰქონდა მოგებული.

მოგვიანებით, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტმა კომპანია „შარაგზამშენი პირველი“ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის დაჯარიმდა. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე დარღვევის ფაქტი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზევე ნახეს. მათი ინფორმაციით, კომპანიას საჯარიმო ოქმი მდინარის და მიწის დაბინძურებისთვის, ასევე მიწის არამიზნობრივად გამოყენებისთვის შეუდგინეს.

საბოლოო ჯამში, შპს "შარაგზამსენი პირველის" მიერ, ბუკისციხე-დიდი ვანის გზის მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა. თუმცა, როგორც ადვილობრივი მაცხოვრებლები „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ნახევრად მოხრეშილი გზა წყალმა წაიღო, მოასფალტების დაპირება კი, რომელიც, მათივე თქმით, მიმდინარე წლიდან უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეუსრულებელია.

სურების საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, თუ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის დაპირება, გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით, არ შესრულდება, არ არის გამორიცხული, ადგილობრივმა მაცხოვრებელებმა საპროტესტო აქციებს ისევ მიმართონ.

ამავე თემაზე:

"დროებითი" გზის ბზარებში ჩაკარგული 200 000 ლარი

უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა ხელისუფლების დახმარების მოლოდინში

სურების გზის სამ მილიონიანი ტენდერი შპს New Road-მა მოიგო

ბუკისციხე - ზემო სურების 17 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (R)

სურების გზის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაიწყო

აქცია გზის ასფალტირების და მთის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების მოლოდინში

ოზურგეთში სურების მოსახლეობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

სურების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...