ვინ არის მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომლის გასახლებასაც მეზობლები ითხოვენ?

საზოგადოება

ვინ არის მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომლის გასახლებასაც მეზობლები ითხოვენ?

18 მაი. 2021, 13:32:48

„მეფე ნარიმანი“, „ღმერთი ნიკოლოზი“ - ასე მოიხსენიებს მისი მრევლი ნარიმან მაქარაშვილს, რომელიც ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა. მამა ნიკოლოზი უკვე 15 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და მეფეს უწოდებს. თმა და წვერი გაიპარსა და როგორც მისივე ჩანაწრებიდან ირკვევა, მიზეზად „ტვინთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს“, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბევრისთვის გაურკვეველია.  

ის ამჟამად ზემო ფონიჭალის მე-13 კორპუსში, მე-7 სართულზე  ცხოვრობს. ბინის ქირას მრევლი უხდის, მრევლი ამარაგებს საკვებითაც. კორპუსის ეზოსა და სადარბაზოში, სადაც სამლოცველოა მოწყობილი ყოველ დღე თბილსიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ადამიანები იკრიბებიან, ლოცულობენ და ელოდებიან მამა ნიკოლოზის ფანჯარაში ან სადარბაზოში გამოჩენას, რათა მისგან დალოცვა მიიღონ. ბერი ხალხთან იშვიათად ჩნდება.  მათი თქმით, ბერი ნიკოლოზის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ბრევს სჯერა, რომ ის წმინდანია, სასწაულებს ახდენს და საქართველოს მხსნელია.  

მრევლისგან გასხვავებულად ფიქრობენ მეზობლები. ამავე კორპუსის მცხოვრებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბერის მიმდევრები ხშირად აგრესიულობით გამოირჩევიან. კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ მუდმივი ხალხმრავლობაც ეზოსა და სადარბაზოში.

„ხმაური ნაკლებად გვაწუხებს, მაგრამ სადარბაზო ეკლესიად აქვთ ქცეული. ამოდიან და ტევა აღარაა ხშირად. ეზოშიც ჯგუფად  არიან და დამთრგუნველია ყოველ დღე ამის ყურება. ხმას ვერ გასცემ ვერცერთს, მაშინვე იწყებენ ჩვენს დამუნათებას, რომ თითქოს ურწმუნოები ვიყოთ, არადა თავად არიან ურწმუნოები. ბერი ღმერთად ჰყავთ ქცეული და მის ყველა ქმედებას სიმბოლურ დატვირთვას აძლევენ“, - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრსას ზემო ფონიჭალის მცხოვრები ანა ანთაძე.

ის ასევე იხსენებს პანდემიამდე კორპუსის მცხოვრებლებსა და მრევლს შორის არსებულ დაპირისპირებას, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული. მეზობლები მამა ნიკოლოზის გასახლებას ითხოვდნენ და მიზეზად ხმაურს ასახელებდნენ, რაც მრევლის გალობითა და სიმღერით იყო გამოწვეული. პანდემიის და კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ დაძაბულობა განიმუხტა, რადგან მამა ნიკოლოზის მიმდევრები ღამის თევით ვეღარ რჩებიან.

„მეფე ნარიმანის“ მრევლი ჟურნალისტების მიმართ კეთილგანწყობილები არ არიან. ამის მიზეზად, მათი თქმით, ჟურნალისტების არაობიექტურობა და ბერისადმი ზერელე  და ცინიკური დამოკიდებულება სახელდება. არც მე მომცეს ფოტოს გადაღების უფლება  და მითხრეს, რომ  კურთხევა აუცილებლად წინასწარ უნდა მიმეღო. სცადეს, ტელეფონის წართმევა და მანამ არ გამომიშვეს, სანამ არ შეამოწმეს, რომ ფოტო ნამდვილად არ გადამიღია.  დააურეკეს ვინმე დავითს, რომელმაც სასწრაფოდ ადგილის დატოვება მომთხოვა და კამერის გამოყენება ამიკრძალა.  მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი მითხრა, რომ ჩემი იქ ყოფნისას მამა ნიკოლოზმა კარზე სამჯერ დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არასასურველი სტუმარი ვიყავი და უნდა წავსულიყავი.

ზემო ფონიჭალაში გადმოსვლამდე ბერი  ბარნოვზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ნათესავმა უსასყიდლოდ დაუთმო. ის არაერთხელ გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი.  ბერის „უცნაური“ საქციელის გამო, რაც ბინიდან ზეთის და ღვინის გადმოღვრასთან ერთად  საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრაში გამოიხატებოდა, იგი გამოასახლეს. ამ გამოსახლებისას კი მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მამა ნიკოლოზს შორის, რაშიც მისი მრევლიც ჩაერთო. ბერის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...