ვინ იცავს საქართველოში მომხმარებლის უფლებებს?

საზოგადოება

ვინ იცავს საქართველოში მომხმარებლის უფლებებს?

18 მაი. 2021, 14:46:22

ვინ იცავს საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს და რა სამართლებრივი ბერკეტი აქვთ უკმაყოფილო მომხმარებლებს კომპანიების წინააღმდეგ? - ეს კითხვა დიდი ხანია ტრიალებს სოციალურ ქსელში და უამრავი ფეისბუკ ჯგუფი არსებობს, სადაც ადამიანები კომპანიებზე საკუთარ კარგ და ცუდ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს( „სასოწარკვეთილ მომხმარებელთა ჯგუფი“, „რეცეპტორი/receptor”).

ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში სახელწოდებით „გამოწერები ჩინეთიდან“ 2020 წლის 26 დეკემბერს გამოქვეყნდა პოსტი, სადაც  მომხმარებელი მარია ზოიძე ჯგუფის წევრებს გადამზიდ  კომპანია „შენი ამანათის“ შესახებ რჩევებს სთხოვდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანიის მფლობელი ბესიკ კაპანაძე პოსტს თვალს ადევნებდა და ერთ-ერთი მომხმარებლის, „საბავშვო ტანსაცმელი გამოწერით“, უარყოფითმა კომენტარმა გააღიზიანა, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება. მომხმარებელი კომენტარში საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდა და კომპანიას ლოჯისტიკას უწუნებდა, ხოლო ბესიკ კაპანაძე,  ასე პასუხობდა:

„უი, ნათია ზაქაშვილი თუ არ ვცდები. სულ 27 ამანათი გაქვთ გამოწერილი ჩვენიდან ერთი წლის მანძილზე, ორჯერ წასულხართ სხვა კომპანიაში და უკან დაბრუნებლხართ ჩვენთან. მიხარია, რომ ჩამოყალიბდით მაინც... იმდენს არ იწერთ, რომ რაღაც განსაკუთრებულზე იყოს საუბარი ან პრეტენზია გქონდეთ. ჩვენთვის ძალიან წამგებიანია კლიენტი, რომელიც იმაზე მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ამანათებს იწერს. გულწრფელად თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, შეგიძლიათ სხვა კომპანიაში გადახვიდეთ... ნუ მოიშლით ნერვებს მომვალში ჩვენით“.

 ნათია თვლის, რომ კომპანიამ მისი პერსონალური მონაცემები გასცა როგორც სახელისა და გვარის , ასევე მისი საქმიანობის დეტალების შესახებ, რაც კომპანიის პროფესიული საიდუმლოება უნდა ყოფილიყო და ამბობს, რომ ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც „შენი ამანათთან“  აკავშირებს. მას რამდენჯერმე ჰქონდა შემთხვევა, როდესაც კურიერმა სხვისი ამანათი მიუტანა სახლში, თუმცა კომპანიამ შეცდომის გამოსასწორებლად არაფერი გააკეთა და ნათიას  საკუთარი ხარჯებით მოუწია ამანათის მფლობელთან კუთვნილი ნივთის გაგზავნა. ნათიას ფეისბუკ პოსტის კომენტარებში რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა, თუმცა ბესიკ კაპანაძემ ისინი არასასურველი კომენტარის გამო ჯგუფიდან გააძევა, მათ შორის იყო მარიამ მამუკაშვილიც, რომელსაც შემდეგნაირად უპასუხა: „ ვერ ვხვდები ამ ჯგუფში რა გინდათ? ახლავე მოვაგვარებ მაგ პრობლემას. სხვაგან მიბრძანდით და იქ ეზიარეთ მაღალ სტანდარტებს...მგონი ამ კორონამ შეარყოა ხალხის ფსიქიკა ან აგრესიის კონტროლი უჭირთ“.

კომპანიამ „შენი ამანათი“ ოპერირება 2019 წლის 19 ივნისს დაიწყო. უკვე ერთ წელზე მეტია ამ გადამზიდ კომპანიას ჩინეთიდან ტვირთი ჩამოაქვს  სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით. ისინი ემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. კომპნიის  100%-იანი წილის მფლობელი ბესიკ კაპანაძეა.  ოფისი თბილისში, ნავთლუღის 29 ნომერში მდებარეობს, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა მისამართი აქვთ მითითებული.

ნათია ზაქაშვილი კომპანიის ერთადერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ არის. ადამიანები, რომელთაც „შენი ამანათთან“ ადრე შეხება ჰქონდათ, გვიყვებიან, რომ მათ გზავნილების 2 კვირაში ჩამოტანას ჰპირდებოდნენ, თუმცა ლოდინი სამი კვირაც კი უხდებოდათ ხოლმე. ბოლო პერიოდში დაგვიანებულ რეისებს კომპანიის ადმინისტრაცია კორონა ვირუსსა და საავიაციო კომპანიის ხარვეზებს უკავშირებდა. ერთ-ერთი ყოფილი მომხმარებელი ფეისბუკ სახელით ანნა’ს შოპ, რომელსაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვს, გვიყვება, რომ ჯგუფის ადმინისტრაციის, კერძოდ, ბესიკ კაპანაძის მხრიდან ბულინგისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. მას კომპანიასთან პრეტენზიები მომსახურების დაბალი სტანდარტისა და არაეფექტური საკურიერო მომსახურების გამო ჰქონდა, პასუხად კი შემდეგი საჯარო პოსტი მიიღო მიმოწერის სქრინებით, სადაც მომხმარებლის სახელი დამალული არ იყო:

 „ის ორი ყუთი, რომელზეც გუშინ ხუთამანათიანი ბიზნესმენები ენებს იფხანდნენ, ჩამოვიდა. ტერმინალზეა, დამიდასტურეს. 5 ნივთიანებისაც გვესმის , მათი შემოსავალი ამაზეა დამოკიდებული და ცუდი გაგებით არ ვახსენებ. დაბლა სქრინებია. ვენებს იხსნიდა 4 საათი ოპერატორმა პასუხი რომ ვერ დაუბრუნა. ვიცი ნახევრად დამთავრებული ამბები არ გიყვართ და სრული სქრინებს გთავაზობთ“ - ანა თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, თუმცა იურისტთან კონსულტაცია არ გაუვლია და არ იცის, როგორ მოიქცეს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

ბესიკ კაპანაძე ამ ფესიბუკ ჯგუფში, რომლის მოდერატორიც თავადაა, ხშირად აქვეყნებს ოპერატორისა და მომხმარებლის საუბრის აუდიო ჩანაწერებსაც, სადაც დაბნეული და სასოწარკვეთილი მომხმარებლები ადამიანების მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან. სალომე ხარშილაძე გვიყვება, რომ თავად გახდა მომსწრე, მომხმარებელთან სატელეფონი საუბრის შემდეგ მისი უშვერი სიტყვებით ლანძღვისა. ადამიანი ფეისბუკ სახელით „ონლაინ მაღაზია“, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გვიყვება იმ თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, კომპანია მიმართავს და თავადაც გამხდარა სხვერპლი:

„დიდი ხანია ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, ჩინეთიდან ვიწერ ამანათებს და საქართველოში ონლაინ ვყიდი. ამ ხნის განმავლობაში არაერთი გადამზიდი კომპანია გამოვიცვალე და საკმაოდ გამოცდილიც ვარ ამ საქმეში. ჩამოტანის საფასურს ორი რამ განსაზღვრავს - წონა და მოცულობა. წონა წონაა, ვერ გაზრდიან ხელოვნურად, თუმცა ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც გამოვწერე ქუდი და იმხელა ყუთში იდო, რომ არალოგიკურად დიდი თანხის გადახდა მომიწია 100 გრამიან ნივთში. შეუძლებელია გამყიდველს ამ ფორმით გამოეგზავნა, უბრალოდ სასაცილოა. ეჭვი მაქვს, მათ საწყობში ფუთავენ სპეციალურად დიდ ყუთებში ამანათებს, რომ დიდი თანხა ამოიღონ თითოეული ნივთიდან. ამ პრობლემით უამრავმა ჩემმა ნაცნობმა დატოვა ეს კომპანია“.

ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ კომპანიის მფლობელს დავუკაშირდით და კითხვები დავუსვით, თუმცა ინტერვიუზე უარი განაცხადა: „არ ვარ დაინტერესებული. არ მაქვს ამდენი დრო. წარმატებები. პულიცერის პრემიას ვერ აიღებ, მაგრამ ვიღაცა წაიკითხავს თქვენს სტატიას, კარანტინია, ხალხს ბევრი დრო აქვს“.

პასუხი კითვაზე, რომელიც სტატიის თავში დაისვა, იცავს თუ არა ვინმე საქართველოში მომხმარებლის უფლებებს, არის არავინ.

პირველად კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 1996 წელს ამოქმედდა და  მას შემდეგ უამრავი ცვლილება შევიდა, საბოლოოდ კი  2012 წელს გაუქმნდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 2015 წლის 9 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. მისი ინიციატორი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. კანონპროექტში მოცემულია მომსახურების გაწევის საგარანტიო პირობები და მომსახურებაში ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლის უფლებები.  ასევე კანონის მესამე თავი ეხება მომხმარებელთა ომბუდსმენს და მოიცავს ომბუდსმენის საქმიანობის ჩამონათვალს, მის უფლებებს სასამართლოში მიმართვისას და კვლევისა და ანალიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას, რომლის დროსაც მას შეუძლია შეიმუშავოს  რეკომენდაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. კანონპროექტი რამდენჯერმე განიხილეს, თუმცა საქართველოს მთავრობას კონსოლიდირებული ვერსია დღემდე არ წარუდგენია. მას ბევრი შენიშვნებიც ახლავს ძირითადად ბიზნესის მხრიდან. ბიზნეს ასოციაციის იურისტი კანონპროექტის მეორედ მოსმენით განხილვისას აღნიშნავდა, რომ იგი ამ ფორმით ბევრი კომპანიის დახურვასა და გაკოტრებას გამოიწვევს. საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის განცხადებით კი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ტექსტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მისი იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც არსებობს, არ შეიძლება.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...