„ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“

საზოგადოება

„ვითხოვთ სივრცის დაბრუნებას“_ რა ხდება ვარკეთილში „ანას ბაღთან“

11 ოქტ. 2019, 18:02:51

ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.


ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსის აშენების შემთხვევაში დაუცველი იქნება უსაფრთხოების ნორმები, რადგან სახანძროსა და სასწრაფოს მათ კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ მდებარე პატარა სკვერში „ანას ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილს შორის შეხვედრა შედგა.

ცნობისთვის, ბაღი რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის სახელს ატარებს, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი.

სამი წლის წინ თბილისის მერიამ ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 21-ე და 22-ე კორპუსების ეზო გაასხვისა, გაიცა მშენებლობის ნებართვაც, რასად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მიოჰყვა.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სამშენებლო კომპანიას 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყების საშუალება სამი წელია არ აძლევენ.

„ვითხოვთ იმ სივრცის დაბრუნებას, სადაც ჩვენი შვილები თამაშობდნენ, სწავლობდნენ ველოსიპედის, სკეიტბორდის და გორგოლაჭების მართვას.

როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი ნუგზარი „გურია ნიუსს“ უყვება, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, რომ დაინახოს თვითმმართველობამ თუ რაოდენ შემაშფოთებელია იქ მაცხოვრებლებისთვის  ქალაქის ეკოლოგიური საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია სივრცეები მათი შვილებისთვის, ბავშვების ჯანსაღ, მწვანე გარემოში გაზრდისთვის და არა ბეტონის ჯუნგლებში, რადაც ნელ-ნელა იქცა თბილისი.

„დღევანდელ ქალაქს, ჩვენს თბილისს ძალიან უჭირს. ყველამ იცის ცენტრალურ უბნებში რა პრობლემებიცაა, მაგრამ იგივე კეთდება და ამ პრობლემის გადაჭრა არავის სურს. ცენტრში გამოილია ცარიელი ადგილი და გადმოვიდნენ გარეუბანში, სადაც ასე თუ ისე თავისუფალი ადგილი მოიძებნება. აქ უნდათ მშენებლობის დაწყება. აქ თუ დავუშვებთ ამ კორპუსის აშენებას ამ შენობას მოჰყვება 5 შენობა, რაც იქნება იგივე გამეორება რაც გვაქვს ქალაქის ცენტრში. არა ჰაერი, არა სკვერი, არა პარკინგი და ჯოჯოხეთი ასე რომ ვთქვათ პირდაპირი გაგებით. გვინდა რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ჰაერი, სუფთა გარემო, ამ მოედანზე ბავშვები თამაშობდნენ და გვინდა გაკეთდეს სკვერი, ახლა შეზღუდულია. აქ რომ ეს შენობა აშენდება არ ექნება თავის ეზო და აქედან გამომდინარე ჩვენი პატარა სკვერი, რომელიც მშენებლობის დროს დაინგრევა, გახდება ახალი კორპუსის ეზო“,_ ამბობს ის.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად გამოსავლის პოვნას ინვესტორთან გასაუბრებით აპირებს, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობას ისევ შეხვდება.

„დღეს ჩემი მხრიდან რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღება არასერიოზული იქნება. მთავარია ვიპოვოთ კომპრომისი, რომელიც არ აგრძნობინებს ინვესტორს, რომ კინწისკვრით გააგდეს და არც თქვენ არ გაგრძნობინებთ, რომ თქვენი უფლებები არავის დააინტერესა“,_ თქვა ელოშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერს აქტივისტები პლაკატით „კახი გადაგვირჩინე ანას ბაღი“, რამდენიმე დღის წინ ორბელიანის მოედანზე დახვდნენ.

როგორც კალაძემ მაშინ განაცხადა, ნებართვა 2016 წელს არის რომელიც მერიამ უკვე შეისწავლა.

„ჩემი დაპირება იყო, რომ სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდებოდა. შევისწავლეთ ეს კონკრეტული თემა და მას სკვერთან არანაირი კავშირი არ აქვს",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიამ აღნიშნული კორპუსის მშენებლობის გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, რადგან პროექტს გააჩნდა პრობლემა პარკირების ნაწილში, ასევე სახანძრო უსაფრთხოებასთან მიმართებაში არ იყო შესაბამისობა დადასტურებული, თუმცა, მოსახლეობისთვის პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.

ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ მერიამ ინვესტორს ადგილის გაცვლა შესთავაზოს და  ამბობს, რომ თუ პრობლემა ამ შეხვედრის შემდეგ არ მოგვარდება, პროტესტს  გზის გადაკეტვით გამოხატავს.

კორპუსის მშენებლობას „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ აწარმოებს.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...