რა ოინებით აკარგვინებს ჭკუას ქალს მამაკაცი

ზაფრანი

რა ოინებით აკარგვინებს ჭკუას ქალს მამაკაცი

20 აპრ. 2021, 17:21:46

ვერძი – თავზეხელაღებული საქციელით, რომანტიკული ხასიათის გმირობის ჩადენით ან აგრესიული დევნით ცდილობს სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას.

კურო – ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება საყვარელი ქალის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებას. გაანებივრებს მას პრაქტიკული საჩუქრებით, ყურადღებითა და ზრუნვით.

ტყუპი –მისი საფირმო ილეთი ქალის "დაბოლებაში" მდგომარეობს. და ეს მას უბადლოდ გამოსდის. თუ ინტერესის ობიექტს მოთმინება ეყოფა ბოლომდე უსმინოს მას, ტყუპი ამ უკანასკნელს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში უპირობოდ დააჯერებს.

კირჩხიბი –სასურველი ქალის მოსახიბლად, პირველ ეტაპზე პასიურ მიდგომას არჩევს. ეს მისი მორცხვობისა და სიფრთხილის ბრალია. როცა დეტალურად შეისწავლის ინტერესის ობიექტს, ზრუნვისა და ყურადღებიანობის ეტალონად გადაიქცევა.

ლომი – სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად, პირველ რიგში საკუთარი სოციალური სტატუსითა და თანამდებობრივი მდგომარეობით ცდილობს აპელირებას. თუკი ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, შემდგომში უზომოდ მოსიყვარულე, გულუხვი და ვნებიანი საყვარელია.

ქალწული – ინტერესის ობიექტი ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ ჰყავს აყვანილი. თუ დარწმუნდა, რომ ეს ქალი, მას ცხოვრებაში გამოადგება,  მხოლოდ შემდეგ იწყებს ზომიერების ფარგლებში და გეგმიურად მისთვის საჩუქრების ყიდვას, სადმე მიპატიჟებას და ა.შ.

სასწორი – სასურველი ქალის მოსახიბლად თანდაყოლილ შარმს, გასაოცარ ღიმილსა და კომუნიკაბელურობას იშველიებს. როგორც წესი, მსგავსი სვლა 99%-ით ამართლებს ხოლმე. სასწორი გალანტური და ნაზი თაყვანისმცემელია. უყვარს ლექსების მიძღვნა, ლამაზი საჩუქრების კეთება და პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა ქალისთვის.

მორიელი – როგორც წესი, სასურველი ქალის გულის მონადირებას ყოველთვის აგრესიულობით, სიხისტით ან გულგრილობით ახერხებს. მან ძალიან კარგად იცის სუსტი სქესით მანიპულირების გზები. ამიტომ მოუხელთებელი ნადავლი მორიელისთვის ამ მხრივ, როგორც წესი, არ არსებობს.

მშვილდოსანი – იგი ქალებს პირველ რიგში იუმორის უზომოდ დიდი გრძნობით, ოპტიმიზმითა და სიალალით ხიბლავს. თუმცა, როგორც წესი, მამაკაცი მშვილდოსანი "ერთჯერადი ეფექტის" კაცია. ამიტომ რა წამსაც ინტერესის ობიექტი მის მიმართ საპასუხო სიმპათიას გამოავლენს, იგი აუცილებლად სხვა "მოუხელთებელ" ვარიანტზე გადაერთვება.

თხის რქა – თავშეკავებული და ზედმეტად ამაყია საიმისოდ, რომ სასურველი ქალის მოსახიბლად თავდაყირა დადგეს, სერენადები იმღეროს ან სხვა მსგავსი ტიპის სისულელე ჩაიდინოს. იგი ყოველთვის პირდაპირი და ოფიციალური შეთავაზებით მიდის სიმპათიის ობიექტთან. თუ ეს უკანასკნელი დათანხმდება, დიახაც რომ არ ინანებს.

მერწყული – სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთგაგების საკითხს, როგორც წესი, არც ერთი მერწყული არ უჩივის. თუმცა, რაიმე განსაკუთრებულ მცდელობებს ეს კაცი ქალის მოსახიბლად იშვიათად მიმართავს. იგი თავადაა "მისტერ-ორიგინალობა", ამიტომ ქალებს თავისთავად მოსწონთ მსგავსი ტიპის მამრები.

თევზები – საყვარელი ქალის გულის მოსაგებად იგი ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ თეორიულად. პრაქტიკაში კი პროზაულ რეალობას მისი პოეტური მიზნები, ძნელად ესადაგება. ამიტომ ისღა დარჩენია ინტერესის ობიექტისთვის უახლოეს მესაიდუმლედ, კარგ მეგობრად და ემოციურ დასაყრდენად იქცეს.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...