როგორ უტყდებიან ქალებს სიყვარულში

ზაფრანი

როგორ უტყდებიან ქალებს სიყვარულში

3 ივლ. 2020, 18:09:44

ვერძი

ის დიდხანს არ იფიქრებს; როგორც კი იგრძნობს, რომ შეუყვარდა, ზედმეტი ფიქრის გარეშე წავა უახლოეს ყვავილების მაღაზიაში, იყიდის უზარმაზარ თაიგულს, შემდეგ მიჭენდება დიდი თეთრი რაშით გულისსწორთან და მუხლებზე დაჩოქილი შესთავაზებს გულსა და ხელს. ის საოცრად ვნებიანია და ქალის გულის მოსანადირებლად ყველაფერს გააკეთებს იქამდე, სანამ ეს უკანასკნელი ვერძის მომხიბვლელობის ტყვე არ გახდება.

კურო

კურო ქალს კაფეში ან რესტორანში დაპატიჟებს, შემდეგ მის ნაზ ხელს ხელით შეეხება და გულწრფელად მოუყვება საკუთარი გრძნობების შესახებ. გრძნობის დამალვა კუროსთვის უფრო ძნელია, ვიდრე გამხელა. ამიტომაც ის რაც შეიძლება მალე გამოუტყდება გულისსწორს სიყვარულში.

ტყუპი

ტყუპს საკუთარ გრნობებზე საუბარი რომელიმე ღონისძიებაზე ურჩევნია. ამიტომაც ის ქალს დაპატიჟებს ან კონცერტზე, ან ფეხბურთის მატჩზე, ან ბუნებაში პიკნიკზე. თუმცა მაინც, ტყუპი იშვიათად აკეთებს აქცენტს თავის გრძნობებზე, ის, უბრალოდ, თავისი საქციელით ამტკიცებს ამას. მაგრამ თუ თქმაც საჭირო გახდა, ტყუპი ამასაც გააკეთებს, თანაც მარტივად და ძალდაუტანებლად. თუმცა ხშირად ტყუპის გრძნობა ცვალებადია. ამიტომაც თუ მან გუშინ გითხრათ "მე შენ მიყვარხარ", შეიძლება ხვალ ამ სიტყვებმა სულ სხვა მნიშვნელობა მიიღოს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. თუ მას შეუყვარდა, შეიძლება ჩუმად იტანჯოს და არაფერი უთხრას ქალს, რადგან ეშინია, რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს. ის მიუძღვნის ლექსებს და ბალადებს, მაგრამ თუ ბედი გაუღიმებს და კირჩხიბი ქალსაც მოეწონება, ის გათამამდება, გულისსწორთან ერთად გაემგზავრება ბუნებაში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, ყვავილებით მორთულ მინდორსა და საკუთარ გულს აჩუქებს.

ლომი

ლომი – შუასაუკუნეების რაინდია. ის არ გაჩუმდება და არ გაჩერდება - ქალის დაპყრობას ყველანაირად შეეცდება. ამასთან, უმჯობესი იქნება, რომ ამ დროს მაყურებელი ბევრი იყოს. როცა ლომი შეყვარებულია, ის ქალისთვის არ იშურებს ძვირფას საჩუქრებს, კომპლიმენტებს და ყველანაირად ცდილობს დაუმტკიცოს ქალს, რომ სწორედ ის არის დედამიწაზე საუკეთესო მამაკაცი. უარი კი არ მიიღება!

ქალწული

ქალწული – ჰოროსკოპის ყველაზე მიწიერი ნიშანია. ის არც ლექსებს დაწერს და არც სხვა რომანტიკული იდეებით აიტკიებს თავს. მისთვის საქმე უფრო მნიშვნელოვანია სიტყვებზე. ასე რომ, ქალწული ან საჩუქარს (ოღონდ მოკრძალებულს) გაუკეთებს ქალს და სხვათა შორის ეტყვის თავისი გრძნობების შესახებ, ან პირდაპირ ცოლობას სთხოვს მას.

სასწორი

მიუხედავად იმისა, რომ სასწორები ძალიან რომანტიკულები არიან, ისინი მერყევი ბუნებითაც გამოირჩევიან. თუმცა, თუ სასწორი დარწმუნებულია თავის გრძნობებში, ის გულისსწორს აავსებს ყვავილებით, კანფეტებით, დაუწერს ლექსებს და ფანჯრებთან სერენადებსაც უმღერებს.

მორიელი

თუ მორიელი ნამდვილად შეყვარებულია, ის სპეცსაშუალებების მთელ არსენალს გამოიყენებს იმისათვის, რომ თავისი გრძნობის ობიექტი მოინადიროს. ეს შეიძლება იყოს ლექსები, საჩუქრები, რომანტიკული სიურპრიზები, ყავა ლოგინში ან ერთობლივი მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში: გააჩნია, რომელი უფრო დააბამს გულისსწორს. მაგრამ თუ მისი სიყვარული ზედაპირულია, ის სიტყვებით შემოიფარგლება, მაგრამ ამ ნიშნის თანდაყოლილი მიმზიდველობის წყალობით, მორიელი მინიმალური მონდომებითაც მიაღწევს საწადელს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის სიყვარულის ახსნა მარტივია, რომანტიკული და სასიამოვნო პროცესი, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ აჩენს არანაირ ვალდებულებას. თუ ქალი მშვილდოსნისგან სიკვდილამდე სიყვარულსა და ერთგულებას ელის, მაშინ მშვილდოსანმა შესაძლოა, მაშინვე გადაიფიქროს და სიტყვებიც უკან წაიღოს.

თხის რქა

თხის რქა რომანტიკული არ არის და თუნდაც გულის სიღრმეში ასეთიც იყოს, ის არ გამოამჟღავნებს ამას. ამიტომაც ნუ ელით მისგან ფანჯრის წინ სერენადების მღერას და ლექსების წერას. უფრო სარწმუნოა, რომ თხის რქა გულისსწორს ძვირფას რესტორანში დაპატიჟებს და ძვირფასთვლიან ბეჭედს აჩუქებს სიყვარულის ნიშნად.

მერწყული

მერწყულისთვის საკმაოდ რთულია სიყვარულის ახსნა, ის მიჩვეულია საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან მეგობრობას. ამიტომაც, შესაძლოა, საყვარელ ქალთანაც მეგობრობა ამჯობინოს. ქალი კი იმით გამოიცნობს მასზე შეყვარებულ მერწყულს, რომ მისი დანახვისას მეგობარს სახის გამომეტყველება შეეცვლება.

თევზები

მგრძნობიარე თევზები საყვარელ ქალს გრძნობებს მინიშნებებით გაუმხელს. თუ ქალი ვერ მიხვდება, ის წერილს მისწერს, რადგან თევზებისთვის უფრო მარტივია თავისი გრძნობების შესახებ წერა, ვიდრე - ლაპარაკი.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...