რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ

ზაფრანი

რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ

10 ივლ. 2020, 16:37:50

ვერძი

ენერგიულ და ვნებიან ვერძს მისივე შესაფერისი – დიდი და ხმაურიანი ძაღლი სჭირდება, რომელიც სამუშაოს შესასრულებლად და აქტიური სეირნობისთვის ყოველთვის მზად იქნება: გერმანული ნაგაზი, დობერმანი, რიზენშნაუცერი, ბოქსიორი, მალინუა - ამ ჯიშის ძაღლები ვერძს საუკეთესო კომპანიას გაუწევენ, ასეთ ძაღლს ვერძი "კაცურად" გაზრდის, ოთხფეხას გაწვრთნასთან ერთად კი თავის ხასიათსაც გაამყარებს და ემოციურად გაცილებით გამყარდება.

ნადირობისა და სანაპიროზე სეირნობის მოყვარულ ვერძს ასევე ლაიკა, ჰასკი და მალამუტიც მოეწონება, ხოლო თუ ვერძი ზედმეტად იმპულსური და აღელვებულია, თავს დაუფიქრებელი ქმედებებისგან ძლივს იკავებს, მაშინ, მსხვილი ცხოველებისკენ ლტოლვის მიუხედავად, უმჯობესია, პატარა ფინია იყოლიოს, რომელიც რბილ სათამაშოს ემსგავსება, თუმცა ზარმაცი როდი იქნება: პეკინესი, ტოიპუდელი, ვესტ ჰაილენდი, უიაიტ ტერიერი – მათ ვერძის დამშვიდების უნარი შესწევთ; ასევე, ეს ჯიშები თავშეკავებასა და გონიერებას ჩაუნერგავენ; ვერძები სხვისი აზრის მოსმენას ისწავლიან (ჩამოთვლილ ჯიშებს კი ყოველთვის ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ).

კურო

კუროებისთვის ისეთი ცხოველია აუცილებელი, რომელიც მუდმივად ალერსსა და დიდ ყურადღებას მოითხოვს; ამასთან, სეირნობისას თამაშებზე არ უფანტავს ყურადღებას. კუროს ურჩევნია, ძაღლის მოზომილ მოძრაობებსა და მის გარე სამყაროსთან ურთიერთობას დააკვირდეს და ეს სულ არ არის გასაკვირი.

ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ მუდმივად ახალი შთაბეჭდილებები ესაჭიროებათ, ხოლო შარპეი, პეკინესი, ჩიხუახუა, სპანიელი, ჩაუ-ჩაუ მოპსი, ინგლისური ბულდოგი პატრონს ნამდვილად არ მოაწყენენ. ძაღლები პატრონ კუროებს აღმერთებენ.

მრავალი კურო ცხოვრების უმოძრაო წესს ამჯობინებს და ძაღლის ყოლა საერთოდ არ სურს, მათგან ხომ ბევრი ჭუჭყია, მაგრამ თუ კუროს დიდხანს სიცოცხლე სურს, უნდა ისწავლოს, რომ არეულ სახლშიც კი თავი კომფორტულად იგრძნოს; ამასთან, ძაღლთან სეირნობა სიმსუქნისკენ მიდრეკილ კუროს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაშიც დაეხმარება. ამისთვის ოთახის დეკორატიული ძაღლიც საკმარისი იქნება, რადგან კუროს რბილი ხასიათი წარმატებულ წვრთნას ხელს არ უწყობს.

ტყუპი

ტყუპს ნებისმიერი მოძრავი და მხიარული ჯიშის ძაღლი შეეფერება. ხშირად ამ ნიშნით დაბადებულებს ერთი ოთხფეხა მეგობარი ეცოტავებათ. ამიტომ ტყუპების სახლში ხშირად კოკერსპანიელების, კოლის, შელტის, ლაბრადორისა და იორკების წყვილები ცხოვრობენ.

ხმაურიანი და მოძრავი ტყუპი გულღია და ემოციურია. ამიტომ მისი ძაღლებიც მას ჰგვანან, ცნობისმოყვარეები არიან და პატრონს სხვა ძაღლებისა და ადამიანების გამოჩენას მხიარული ყეფით ამცნობენ.

ტყუპს ძალას ნებისმიერი სახის მოძრაობა აღუდგენს, კიდევ უფრო სასარგებლო მისთვის მოუსვენარ კომპანიონთან ერთად სეირნობაა.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ცვალებადი ხასიათი აქვთ. მათ ძალიან უყვართ სიმყუდროვე და სწორედ ამიტომ ისეთი ძაღლი უნდა შეარჩიონ, რომელიც სათამაშოს უფრო ჰგავს და სიმშვიდეს არ დაურღვევს. რაც უფრო მშვიდია ცხოველი, მით უკეთესი კირჩხიბებისთვის.

მალტეზი, სამეფო პუდელი, კავკასიური ნაგაზი, სენბერნარი – ეს ის ძაღლებია, რომლებსაც შეუძლიათ შეეწყონ ხასიათში კირჩხიბს და ემოციურად მშვიდი გახადონ ის. კიბო ნაზი და ყურადღებიანია, თუმცა მისი ხასიათი შეიძლება წამში შეიცვალოს აგრესიით, მისი ოთხფეხა მეგობარი კი არაჩვეულებრივად შეძლებს მოფერებით მის დამშვიდებას.

ლომი

ლომებისთვის საუკეთესო ვარიანტია არისტოკრატიული, დიდი ჯიშის ძაღლის ყოლა, მაგალითად: გერმანული დოგი, გიგანტური შნაუცერი, ინგლისური მასტიფი, ირლანდიური სეტერი.

ლომს სიამოვნებას მოჰგვრის ოთხფეხა მეგობრის მოვლა და გაწვრთნა, მით უმეტეს, როცა შედეგს დაინახავს.

ქალწული

ქალწულისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ძაღლის ჯიშს, მას შეუძლია ნებისმიერი ჯიშის ძაღლიც სათავისოდ გაწვრთნას და საუკეთესო მეგობრად აქციოს. მთავარია, ლეკვობიდან გაზარდოს. ის ძალიან დაკვირვებულია და ცხოველის არც ერთი თვისება არ გამოეპარება. მთავარია, ძაღლი იყოს ჭკვიანი.

სასწორი

სასწორისთვის ძალიან კარგ ზეგავლენას მოახდენს სახლში ოთხფეხა მეგობრის ყოლა. ის მის გაწონასწორებულ ხასიათზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს და საუკეთესო მეგობარიც გახდება.

სასწორებს ვურჩევთ, იყოლიონ რიზენშნაუცერი, პოინტერი, დობერმანი. ასეთი ჯიშის ძაღლის ყოლა მის ნერვულ სისტემაზეც დადებითად იმოქმედებს.

მორიელი

მორიელს შეუძლია იყოლიოს ნებისმიერი დიდი ჯიშის ძაღლი. მისი განსაკუთრებული თვისებებით შეძლებს დაიმორჩილოს და სათავისოდ გამოიყენოს ოთხფეხა მეგობრის ერთგულება და სითბო. თუმცა ვურჩევთ, რომ შავი ფერის ძაღლზე შეაჩეროს არჩევანი – შავი დოგი, შავი ტერიერი... დეკორატიული ჯიშის ძაღლები მისთვის არ არის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის საუკეთესოა ფინია – ჭკვიანი და მხიარული. მას ყველაზე მეტად მხიარული ძაღლი სჭირდება, რათა ენერგია და სიხალასე შეიტანოს მის ცხოვრებაში. თუ მაინცდამაინც ჯიშიანი ძაღლის ყოლა სურთ, მაშინ მონადირის ჯიშზე ან სპანიელზე შეაჩერეთ არჩევანი. ცხოველი მოუსვენარი უნდა იყოს და ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდეს მშვილდოსან პატრონს.

თხის რქა

თხის რქა ზოდიაქოს ყველაზე მშვიდი ნიშანია და მას გამუდმებით უწევს თავისი ემოციის მართვა. ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა მოკლებეწვიანი ძაღლის ყოლა. ტაქსა, ინგლისური ან ფრანგული ბულდოგი, როტვეილერი, ბულმასტიფი, ბულტერიერი – ამ ჯიშის ძაღლის ყოლა მას თავისუფლად შეუძლია. თხის რქა საუკეთესო მასწავლებელი იქნება თავისი ოთხფეხასთვის, მისგან კი ერთგულებას, სინაზეს, თავდადებას ელის.

მერწყული

მერწყულები ორიგინალურები არიან, უყვართ ყველაფერი განსხვავებული. ყველაფერ ავანგარდულს, მკვეთრს, თვალისმომჭრელს შეაქვს მათ სახლში სიხალასე და სიმხიარულე. მერწყულებს, ხასიათიდან გამომდინარე, შეეფერებათ იშვიათი და ძველი ჯიშის ძაღლები. ისინი ცხოველის თვისებებით არ არიან დაინტერესებულები, მთავარია, ოთხფეხა თბილი და ნაზი იყოს.

თევზები

მეოცნებე თევზებს არ შეეფერებათ ენერგიული ძაღლები. სახლში გამუდმებით ემოციურმა და მხიარულმა სიტუაციამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე. მალტეზე, პეკინესი, დალმატინელი – ეს თევზებისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება. ცხოველთან განმარტოებით გასეირნება მათ სიმშვიდესა და კომფორტს მოუტანს.





 ახალი ამბები
  • სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღესსოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აიღეს. ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან სამი უკვე შესრულდა. ხეობაში აღარ არის რკინის ჯებირები, ხეობას დატოვებს პოლიციის ნაწილი და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანში გადაადგილება შეეძლებათ. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. "რიონის ხეობის მცველები" იმედოვნებენ, რომ მათი სხვა მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მომდევნო მოთხოვნა, გუმათის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. "რიონის ხეობის მცველი" მაკა სულაძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების ბრძოლამ შედეგი გამოიღო. სულაძის თქმით, გუმათის ხეობაში ბარიკადების აღებასთან დაკავშირებით, შსს-ს გადაწყვეტილება, მთლიანად საზოგადოების დამსახურებაა. "ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს მთლიანად ქართული საზოგადოებისა და იმ ხმაურის დამსახურებაა, რომელიც დიალოგის ფორმით ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან გვქონდა. როგორც ჩანს ხელისუფლება დიალოგის ამ ფორმამ შეაწუხა და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართოს საკუთარ მოსახლეობასთან", _ თქვა მაკა სულაძემ. შსს-ში აცხადებს, რომ "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს. "პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ", _ წერია უწყების განცხადებაში. უწყება მოუწოდებს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ ... ...
  • „ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს (R)მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ კომპანიაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.  წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/661428-enka-mivesalmebit-procesis-deeskalaciisken-gadadgmul-nebismier-nabijs-mnishvnelovania-rom-rionis-xeobashi-ar-iqos-dazabulobis-kerebi ... ...
  • „ვუყურე შეჯახებას და უცებ დავრეკე სამაშველოში“ _ კიდევ ერთი ავარია ბაილეთშიდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა. ორი ტვირთმზიდი  ერთმანეთს შეეჯახა. _ ადგილზე შემთხვევით მოვხვდი. ჩემს სახლთან ახლოს მოხდა. აღმართზე მიმავალ ხრეშით დატვირთულ სატვირთოს,  მეორე სატვირთომ  კაბინა წაჰკრა. ტვირთიანი უცებ გადაყირავდა გვერდზე. როგორც  მანქანა გადავარდა გვერდზე, მაშინვე სამაშველოში და სასწრაფოში დავრეკე. ადგილზე მოსულმა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მანქანის ძარა  და კაბინა გაჭრეს და ისე ამოიყვანეს მძღოლი. როგორც თქვეს, ფეხები ჰქონდა დაზიანებული და „მედალფაში“ წაიყვანეს მაშინვე, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ბაილეთში,  ზურაბ დარჩიამ. ჩვენი ინფორმაციით, მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ... ...
  • დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდაფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების" ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს სხდომაზე შესვლამდე განუცხადა, საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ამნისტიის ვერსია მავნებლობაა. „სიმართლე გითხრათ, სია რომ არ ჩაეხსნათ ჩვენი ბლოკის, პარლამენტში შემოსვლას არც ვაპირებდი, მაგრამ რადგან შემოვედი, ამომრჩევლის ამ ნდობას გამართლება უნდა. ვითანამშრომლებ ყველასთან, უპირველეს ყოვლისა ფრაქციის წევრებთან. ეს არის ტექნიკური ფრაქცია, ფრაქციაში ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ერთი მიზანი - 19 აპრილის შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაცია და საქართველოს პოლიტიკაში ახალი ატმოსფეროს დამკვიდრება", _ განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე ახლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ესწრება. შეგახსენებთ, რომ  გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრია.   ... ...
  • ლუკ კოფი: დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები პუტინის და ბაიდენის პრესკონფერენციაზე,,დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _ ასე გამოეხმაურა ბაიდენის და პუტინის შეხვედრას  საქართველოს საკითხზე,  The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი  Twitter-ზე. მან,  ასევე, აღნიშნა, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. საქართველოს 20% ოკუპირებულია. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც ნახსენები არ იყო არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე", _  წერს ლუკ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...