როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

ზაფრანი

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

17 მაი. 2021, 15:30:20

გონივრულად შერჩეულ დიეტურ საკვებს თვალებისთვის შეუძლია, შეაჩეროს თვალის ზოგიერთი დაავადება საწყის ეტაპზე. ასეთ სპეცმენიუს კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს: ის სასარგებლოა არა მხოლოდ მხედველობისთვის, არამედ, მთელი ორგანიზმისთვისაც.

მოგაწვდით იმ ვიტამინებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი მხედველობის გაუმჯობესებას, ისე ორგანიზმის გაჯანსაღებას და, რა თქმა უნდა, წონაში დაკლებასაც:

ვიტამინი A, ბეტა-კაროტინი აღადგენს თვალის დარღვეულ ფუნქციებს. ორგანიზმის მიერ ადვილად შეიწოვება მხოლოდ ცხიმებთან ერთად. A ვიტამინს ჭარბად შეიცავს საქონლის ღვიძლი, ბეტა-კაროტინს კი - წითელი ან ნარინჯისფერი ყველა კენკროვანი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, პომიდორი, ქაცვი და ასე შემდეგ.

B ვიტამინის ყველა ჯგუფი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აღკვეთს თვალის ბადურის ნაადრევ დაბერებას. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცი, თევზი, პარკოსნები, თალგამი, ნიგოზი, თხილი, ცეხვილი პური, ჭარხალი და მარცვლოვანი კულტურები.

C ვიტამინი ქმნის „ანტიმჟავურ“ გარემოს და ამცირებს თვალის შიდა წნევას, რითაც ამცირებს გლაუკომის წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, ვიტამინი C ამაგრებს თვალის ფსკერის სისხლძარღვთა კედლებს, რითაც იცავს ბადურას სისხლჩაქცევებისგან.

C ვიტამინს შეიცავს: ციტრუსები, ალუჩა, მოცვი, გარგარი, ვაშლი, კენკროვანი ხილი, კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი და სხვა.

ჩამოთვლილი პროდუქტებით მოამზადეთ მსუბუქი კერძები და სალათები. შეადგინეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი (4-5-ჯერადი კვებით) და დაიწყეთ დიეტა, რომელიც, შეგიძლიათ, მთელი თვის განმავლობაში დაიცვათ. მისი მენიუ ვიტამინებით მდიდარი და მრავალფეროვანია და ორგანიზმი არ გამოიფიტება.

ოღონდ, არ დაგავიწყდეთ ძველი ჭეშმარიტება: კვებასა და კვებას შორის შუალედი უნდა იყოს დაახლოებით, 3 საათი; თითოეული ჯერის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 გრამს; თავი შეიკავეთ საკვებისგან 18-19 საათის შემდეგ და დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრამდე სითხე (ჩვეულებრივი სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი, პიტნის ან გვირილის ცივი ან ცხელი ჩაი).





 ახალი ამბები
  • “რომ არა 13 ივნისი, დღეს ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შვილიშვილებით სავსე”2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ვერეს ხეობაში, 21 ადამიანი ემსხვერპლა; მათგან ორი, დღემდე დაკარგულად ითვლება. ეს თარიღი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზარანდიების ოჯახისთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა _ ერთ დღეში ოჯახის ორი ახალგაზრდა წევრი დაკარგეს. “გურია ნიუსი” განმეორებით გთავაზობთ გასული წლის ინტერვიუს დები ზარანდიების დედასთან. 13 ივნისი, 2920 წელი _ ტრაგედიიდან 5 წლის შემდეგ ამ საშინელ დღეს“გურია ნიუსთან“ კიდევ  ერთხელ იხსენებს დაღუპული დების _ ლიზი და ინდირა ზარანდიების დედა მანანა ბახია.  ინტერვიუს ჩაწერა ქალბატონ მანანასთან უმძიმესი განცდით _ ახალგაზრდა, ჭკვიანი და კეთილშობილი გოგონების საფლავზე მოგვიხდა. _ ძალიან მიჭირს იმ დღის გახსენება...  ყველაფერი კარგად არც კი მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ... 14 ივნისის დილა, რომ გათენდა და ჩემი გოგოები სახლში არ იყვნენ, ძებნა ყველგან დავუწყეთ _ შემოვიარეთ მთელი საავადმყოფოები, სად არ ვიყავით... იმედს არ ვკარგავდი... საღამომდე ცოცხალ შვილებს ვეძებდი, მერე კი გავრცელდა ხმა და მეც მოვკარი ყური, რომ საშინელი სტიქია იყო და გოგოები დაიღუპნენ. პირველი ინდირა იპოვეს მზიურში, რამდენიმე დღის შემდეგ კი _ ლიზი.  _ საზოგადოება დღემდე დანანებით იხსენებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს... კიდევ ერთხელ მოგვიყევით მათ შესახებ... _ ინდირა  რადიო "საქართველოს ხმაში" მუშაობდა და ასევე, მეორე ადგილასაც. ლიზი სტომატოლოგი იყო და ისიც ასევე ორ ადგილას მუშაობდა. ჭკვიანი გოგონები იყვნენ. ყველაფერი დროზე მოასწრეს _ უნივერსიტეეტის დამთავრება, მაგისტრატურა... ყველაფერი რომ გავიარეთ და ბედნიერებას ველოდით, მაშინ წამოგვეწია ეს სტიქია... იმხელა ქალაქში ორი შვილი ერთად დავკარგეთ...  _ინდირას და ლიზის ჰყავს ძმა _ ლუკა, რომელსაც ისინი ზრდიდნენ დიდი სიყვარულით... მოგვიყევით ლუკას შესახებ, რომ საზოგადოებამ გაიცნოს. _ ლუკა "ილიას უნივერსიტეტის"პირველკურსელია. სწორედ ეს უნივერსტიტეტი დაამთავრა ინდირამაც. ლუკას 50%-იანი გრანტი აქვს, კარგად სწავლობს და დებს არ უმტყუნებს იმედს.... _ უმძიმესია კითხვა: რომ არა 13 ივნისის სტიქია, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება... _ ბედნიერი ქალი ვიქნებოდი, შვილიშვილებით სავსე, ჩემს გოგონებს ორივეს თავიანთი ოჯახი ექნებოდათ... უბედნიერესი დედა ... ...
  • დირკ ბუშლე - რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია არის უმთავრესირამდენიმე მთავარ საკითხზე შევთანხმდით, ერთ-ერთი არის ბარიერების მოხსნა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუცით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დირკ ბუშლეს თქმით, საერთო ჯამში, დღევანდელ შეხვედრაზე სამ საკთხზე მოახერხეს შეთანხმება. "დღეს გაიმართა ძალიან ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა, რაც ნამდვილად პროდუქტიული იყო. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ  დავასთან დაკავშირებული სამი ძირითადი პუნქტის განხილვა. ​ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ეხება თვით ნამახვანის პროექტს. კერძოდ, ჩვენს მიერ იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენად გამოიკვეთება პროექტთან დაკავშირებული რაიმე ისეთი რისკი, რაც გადახედვას საჭიროებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ისეთი რისკი იქნა გამოვლენილი რომლის   აღმოფხვრის გარეშეც  შესაძლოა დადგეს მნიშნელოვანი ზიანი, ჩვენი ამოცანა იქნება რისკის პრევენციის გზების იდენტიფიცირება.  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რიონის ხეობაში არსებულ ვითარებაზე.  ისევე როგორც ყველა მხარეს, გვსურდა მონაწილეობა მიგვეღო  ხეობაში არსებული ვითარების დეესკალაციაში და მოხარული ვარ, რომ ყველა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.   ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მთავრობისა და პოლიციის მხირან ვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რაც  უზრუნველყოფს იქ მცხოვრები მოწინააღმდეგების პროტესტისა და  თავისუფალი გადადგილების უფლებით სარგებლობას, თუმცა მათი მხრიდან  ყოველგვარი  გზების ბლოკირებისა და შეზღუდვების დაწესების გარეშე. საბედნიეროდ, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ხეობაში არსებული ვითარების განმუხტვა, დისკუსიაში ჩართული ყველა მხარის ინტერესში შედის, რაც ნამდვილად მნიშნელოვანი მიღწევაა. ბოლოს განვიხილეთ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.ხაზგასმელია, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არა მხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის  ვალდებულებაც არის.  ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეულ შეთანხმებებს მოჰყვეს შესაბამისი ქმედებები, პროექტისადმი ნდობის აღდგენის მიზნით. ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ".  - განაცხადა დირკ ბუშლემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ... ...
  • "მათ აქვთ შესაძლებლობა დახმარების" - ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კვირეული საქართველოში12 ივნისი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ მსოფლიო დღეა. აღნიშნული თარიღის ფარგლებში საქართველოში კვირეული ტარდება. დღეს კი ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. „კონკურსში 18  განაცხადი შემოვიდა.ბუნებრივია, იყო კრიტერიუმები ჩამოყალიბებული, რის მიხედვით მიენიჭებოდა პრიორიტეტები ამ ნამუშევრებს და შეირჩა 6 ნამუშევარი. გარდა ამისა, ამ 6 კონკურსანტის გარდა, სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კამპანიის სხვა მონაწილეებმაც. ასეთი იყო სულ 4 მონაწილე“,_ გვითხრა  „ღვთისშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა,  ნონა კენჭუაშვილმა. კვირეულის ფარგლებში კი ფორუმის გამართვაა დაგეგმილი, რომელიც სავარაუდოდ ონლაინ ჩატარდება. „ამ კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფორუმი და შესაძლოა, პანდემიიდან გამომდინარე იყოს ონლაინფორუმი.  ჩვენი მიზანია, რომ ფორუმში ჩაერთნონ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა ამ ბავშვების და ოჯახების იდენტიფიცირება მოახდინონ  და ადგილზე იყოს რესურსი, რომ  შესთავაზონ დახმარება. ასევე გაიმართება სესიები მშობლების და უშუალოდ ამ ბავშვების მონაწილეობით“,_ გვითხრა ... ...
  • მადლობის სიგელი "გურია ნიუსის" ჟურნალისტს„გურია ნიუსის“  ჟურნალისტს რუსუდან ოქრუაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. სრულად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილმა მადლობის სიგელი ჟურნალისტს ბავშვთა იძულებითი შრომის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობისთვის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ნაბეღლავში _ რა ხდება შემთხვევის ადგილზეამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში. როგორც თვითმხილველმა "გურია ნიუსს" შეატყობინა, ტოიოტა რავ 4-ის მარკის ავტომანქანა გაზსადენ მილს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. ადგილზე მისულებს ავტომობილის მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. "გურია ნიუსი" დამატებით დეტალებს შსს-ში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...