ვეგეტარიანელი ვარსკვლავები

ზაფრანი

ვეგეტარიანელი ვარსკვლავები

22 აპრ. 2021, 17:05:57

ნატალი პორტმანი - მსახიობი ვეგანის ცხოვრების წესით ცხოვრობს. აღნიშნულ საკითხს მან დოკუმენტური ჩანაწერიც მიუძღვნა სახელად - „ცხოველთა ჭამა“. ნატალი თავისი აქტივობებით ცდილობს ადამიანების ცნობიერება შეცვალოს და ხორცის ჭამა აღმაშფოთებლად მიაჩნია. მსახიობი განმარტავს, რომ ეს ცუდია ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ეწინააღმდეგება ადამიანურ ღირებულებებს.

ვენუს უილიამსი - ჩოგბურთელი ამბობს, რომ ვეგანის ცხოვრების სტილი ჯანმრთელობის სტაბილურობას განაპირობებს.

შანია ტვაინი - მომღერალი თვლის, რომ მისი მარადიული ახალგაზრდობის მიზეზი ხორცზე უარის თქმაა.

ქეით უინსლეტი - მსახიობი წლებია ვეგეტარიანელია, არ მიირთმევს ხორცს და ასევე არასოდეს დადის იმ რესტორნებში, სადაც კერძებს ფრინველის ღვიძლისგან ამზადებენ.

ერიკა ბადუ - მომღერალი მხოლოდ მცენარეულ საკვებს მიირთმევს და მისი კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარია მწვანე საკვებით. ერიკა ამბობს, რომ მთავარი რამ, რის გამოც ხორცზე უარი თქვა, ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ის ამბობს, რომ ფიზიკური, გონებრივი და ასევე სულიერი სიჯანსაღისთვის გაცილებით სასარგებლოა მცენარეული საკვები.

ჟიზელ ბიუნდჰენი - ბრაზილიელ სუპერმოდელს სჯერა, რომ თუ გვინდა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების პროცესი შევაჩეროთ, უფრო მეტი ადამიანი უნდა გახდეს ვეგანი. აღსანიშნავია, რომ ჟიზელის მეუღლე, ტომ ბრედიც უკვე წლებია ხორცზე უარს ამბობს და ამბობს, რომ ასე თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.

ჯენა დიუანი - მსახიობი ამბობს, რომ 10-11 წელია ვეგეტარიანელია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნახა დოკუმენტური ფილმი ცხოველთა სასაკლაოს შესახებ. ჯენა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხორცის ჭამაზე უარი თქვა, მისი კანი უფრო გაჯანსაღდა, თავს უფრო ენერგიულად გრძნობს და თვლის, რომ მისი გონება გაცილებით კარგად მუშაობს.

ჯესიკა ჩესტეინი - მსახიობი 2007 წლიდან ვეგეტარიანელია. 2012 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდოც კი მიიღო.

ელენ პეიჯი - კანადელი მსახიობი წლებია სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს ცხოველებისა და გარემოს დაცვას. 2014 წელს მან ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის ჯილდო მიიღო.

რუბი როუსი - ის ცდილობს ვეგანური ცხოვრების სტილით იცხოვროს და სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს ამ კუთხით პირად გამოცდილებას და იმას, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში ხორცზე უარის თქმის შემდეგ.

მაილი საირუსი - 2014 წელს, როცა მომღერლის ძაღლი მოკვდა, მან გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ხორცის ჭამაზე. მაილი საკითხთან დაკავშირებით ხშირად უზიარებს თავის შეხედულებებს გამომწერებს „ინსტაგრამზე“.

არიანა გრანდე - პოპ-ვარსკვლავმა ბავშვობიდანვე უარი თქვა ხორცზე ცხოველთა მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამო. 2013 წელს კი ვეგანი გახდა. „ცხოველები ბევრ ადამიანზე უფრო მეტად მიყვარს, არ ვხუმრობ“, - ამბობს არიანა.





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...